ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს - ცენტრალურ პარკში გაიმართება და...

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს – ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

20 ივლისს, ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება. მუსიკალური პროგრამა კი 19:00 საათიდან, ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყება.

მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიცსაფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ.

ფესტივალის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

  პრემიერი ვაჟთან, კალაძე მეუღლესთან ერთად... - როგორ გამოიყურებოდა სამთავრობო ლოჟა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი