ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს – ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

20 ივლისს, ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება. მუსიკალური პროგრამა კი 19:00 საათიდან, ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყება.

მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც. საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ.

ფესტივალის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს – ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 16 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბათუმის-შემდეგ-ზაფხულის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi