Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და ცნობილი თაღლითი, საიმონ ლევაევი სამართალდამცველებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატებისთვისაც.
„მე მას დღეს დილით ვესაუბრე, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით მიზეზი არ გვესმის. ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში“, – უთხრა მისმა ადვოკატმა გამოცემა Walla-ს.
საიმონ ლევაევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევაევი სხვადასხვა ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევაევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით ამ ქალებს ფულს ართმევდა.
დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ის უწყების თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ბათუმის აეროპორტში Tinder Swindler-ის გმირი, ცნობილი თაღლითი საიმონ ლევაევი დააკავეს. 15 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბათუმის-აეროპორტში-tinder-swindler-ის-გ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T19:36:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
