სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ახლა შეყვარებული ვარ და საერთოდ, სულ შეყვარებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი პირველი...

„ახლა შეყვარებული ვარ და საერთოდ, სულ შეყვარებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი პირველი სიყვარული ყოფილა“ – ნატალია ყოფშიძეს პირადი

“ეგზისტენციალური კრიზისი მქონდა”

“ხშირად ვარ ისეთ სიტუაციებში, რომელიც იმ წუთში ჩემთვის შეიძლება კარგი არ იყოს, მაგრამ კარგი იყოს დასაწერად”, – ამბობს ნატალია ყიფშიძე. ვინ არის მისთვის ყველაზე დიდი სტიმულის მიმცემი, მიდის თუ არა ხშირად რისკზე, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, რა ვერ ისწავლა დღემდე და რა 2 პრობლემა აქვს ოჯახთან? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

– დაბადების თარიღი…

– …2001 წლის 26 ივლისი.

– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…

– …მსახიობი. ოჯახის წევრები ყველანი მხარში მედგნენ და დღემდე ასეა.

– ჩემზე ამბობენ…

– …სხვადასხვა რამეს. სანამ გამიცნობენ, ბევრს ამბიციური და არასასიამოვნო ადამიანი ვგონივარ, როცა გამიცნობენ, ამბობენ, რომ არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ და ძალიან მიხარია. არ ვიცი, ასე რატომ ხდება.

– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…

– …საერთოდ არაფერს შევცვლიდი.

– ჩემი პირველი წარმატება…

– …მგონია, რომ წარმატება წინ მელოდება. ის, ვინც დღეს ვარ, დიდწილად ჩემი ოჯახის დამსახურებაა.

– ბედნიერი ვარ, რომ…

– …მყავს ჩემი ფისო ჩარლი. წელიწადი და 2 თვეა, რაც ერთად ვართ. მთელი ცხოვრება მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო შინაური ცხოველი, სულ მქონდა დედობრივი ინსტინქტი. მეტსაც გეტყვი, შვილს, რომელიც ჯერ არ მყავს, წერილი მივწერე. ზუსტად ვიცოდი, შინაური ცხოველი რომ მეყოლებოდა, მის მიმართ როგორი დამოკიდებულება მექნებოდა და ზუსტად ასე მოხდა.

– მომავალ შვილს წერილი როდის დაუწერე?

– დეკემბერში, ის ამ წერილს აუცილებლად წაიკითხავს.

– ჩემი სავიზიტო ბარათია…

– …ჩემი თმა.

– მოვლის შენეული მეთოდი გაქვს?

– 40 წუთი სჭირდება დაბანას და ფენით არასდროს ვიშრობ.

– ყოველთვის მაქვს სურვილი…

– …რაღაც კარგი საქმე ვაკეთო.

– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…

– …სხვა ადამიანების პერსპექტივის დანახვის უნარი მაქვს. მომწონს, რომ წერა შემიძლია. ჩემი განცდები და ემოციები ყოველთვის ფურცელზე გადამაქვს. სანამ წერას დავიწყებდი, ვიდეოს ვიღებდი და ვინახავდი. ჩემს ნაწერში ემოცია ყოველთვის იგრძნობა.

– ამ მიმართულებით, უფრო დიდი ჩანაფიქრი ხომ არ გაქვს?

– მინდა მომავალში წიგნი გამოვცე, ვიმუშაო სცენარებზე. ძალიან მიზიდავს რეჟისურა, მომავალში ჩემს თავს ამ მიმართულებებით ვხედავ. ეს საქმეები უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

– თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში და ვცდილობ, გამოვასწორო…

– …ძალიან ჯიუტი ვარ.

– სიჯიუტე მიზნის მიღწევაში არ გეხმარება?

– გარკვეულწილად მეხმარება, მაგრამ ხელსაც ხშირად მიშლის. ჯიუტი პერფექციონისტი ვარ. ვცდილობ, ეს სიჯიუტე იყოს ჩემში, არ დავკარგო, მაგრამ აუცილებლად დავაბალანსო.

– საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…

– …ყველაფერი. მიყვარს ჩემი შეცდომები, მიყვარს ჩემი წარსული, რადგან ამ ყველაფერმა პიროვნულად ძალიან გამზარდა.

– დაშვებულ შეცდომებს შორის არის ისეთიც, ძალიან მტკივნეულად რომ გახსენდება?

– არა. ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ და ის, ვინც ვარ.

– პატიება შემიძლია…

– …ყოველთვის, მაგრამ დავიწყება ხშირად მიჭირს.

– როცა მომავალზე ვფიქრობ…

– …ვიღიმი.

– ვიბნევი…

– …როდესაც ადამიანების სიყალბეს ვაწყდები.

– წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია…

– …როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანს აწყენინებენ, შემიძლია ამ დროს მეორე მხარეს დავუპირისპირდე, მაგრამ საკუთარი თავი სულ კონტროლში მყავს.

– მეზარება…

– …არასდროს არაფერი.

– სიყვარული ეს…

– …რა არის? ბევრი დამიწერია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯერ ბოლომდე არ ვიცი.

– პირველად რომ შემიყვარდა…

– …განვიცადე ძალიან. ჩემს ცხოვრებაში ბევრი პირველი სიყვარული ყოფილა.

– ბევრი პირველი?

– კი, რადგან ახალი ფურცელი იწყება.

– ახლა შეყვარებული….

– …ვარ და საერთოდ, სულ შეყვარებული ვარ.

– მაკვირვებს…

– …უპრობლემო პრობლემები.

– ანუ?

– როდესაც ადამიანი უმნიშვნელო ამბავს დიდ პრობლემად აღიქვამს. ჩემი აზრით, საკითხი, რომლის მოგვარებაც შეიძლება, პრობლემა არ არის.

– ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს…

– …მუსიკას, გამორჩეულად მომწონს ჯაზი და როკი.

– ვრისკავ…

– …ყოველთვის ყველაფერს. მგონია, რომ ძალიან რისკიანი ვარ.

– ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე…

– …ხშირად ვარ ისეთ სიტუაციებში, რომელიც იმ წუთში ჩემთვის შეიძლება კარგი არ იყოს, მაგრამ კარგი იყოს დასაწერად.

– ვამაყობ…

– …ჩემი ოჯახით, ყოველთვის. ჩემი კარგი თვისებები და ისიც, რასაც არ ვაკეთებ, მათი დამსახურებაა.

– როცა საჯაროდ მაქებენ…

– …ვწითლდები და ვნერვიულობ. მგონია, რომ ჯერ არ დამიმსახურებია.

– ბოლოს ვიტირე…

– …დღეს დილით, ჩარლი გულთან მომიწვა. მგონია, რომ ჩემი ფისო უჟმურია, მაგრამ ოჯახის წევრებიდან გამორჩეულად ვუყვარვარ.

– მეშინია…

– …ბოლო დროს ეგზისტენციალური კრიზისი მქონდა და სიკვდილის შიში გამიჩნდა, მაგრამ მგონია, რომ ეს შიში ყველას აქვს.

– ხშირად მსაყვედურობენ…

– …ოჯახში ჩემი ძილისა და კვების პრობლემაზე, ბავშვობიდან ოჯახთან მხოლოდ ორი პრობლემა მაქვს: არ ვჭამ და არ ვიძინებ.

– დღემდე ვერაფრით გავბედე…

– …თქმა “მიყვარხარ” იმ ადამიანებისთვის, რომელთა პასუხიც ზუსტად არ ვიცი.

– მაბრკოლებს…

– …არაფერი, ყველა სიტუაციიდან და მდგომარეობიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა.

– ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია…

– …დედა. მინდა, რომ მის თვალში ყოველთვის ვიყო ის ადამიანი, რომელშიც ჩადებული შრომა და ენერგია სწორი იყო. ვამართლებ თუ არა მის იმედებს, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…

– …არაფერს. პლასტიკურ ქირურგიას ალბათ არასდროს მივმართავ. ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი თავი ისეთი შემყვარებოდა, როგორიც ვარ.

– ვუფრთხილდები…

– …ჩემს ნივთებს, კანს და ოჯახის წევრებს.

– დღემდე ვერაფრით ვისწავლე…

– …ველოსიპედის ტარება.

– ვიტყუები, როცა…

– …მწყინს და არ მინდა, “იმას” ეწყინოს, რომ მე მეწყინა.

– თავისუფლება…

– …ბავშვობაში სკოლაში მითხრეს ფრაზა, რომელიც ჩემთვის ამ სიტყვის განმარტებად გადაიქცა: თავისუფალი ხარ იქამდე, სანამ სხვას არ უზღუდავ თავისუფლებას.

– რამდენიც უნდა გადამიხადონ…

– …სიცოცხლეს ვერავის მოვუსწრაფებ. მხოლოდ ადამიანს კი არა, ყველა ცოცხალ არსებას ვგულისხმობ. ვეგანი არ ვარ, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, თუნდაც ცხოველის მკვლელი გავხდეთ.

– მენატრება…

– …ჩემი ორი ცუგა, რომლებიც მომიკვდა.

– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…

– …საწოლში ვწვები ჩემს ჩარლისთან ერთად, ვუსმენ მუსიკას და ვწერ, ეს ჩემი საუკეთესო წამალია.

– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…

– …წლების წინ დედამ მითხრა, ცხოვრება ბუმერანგია, სხვებს მხოლოდ ის უნდა გაუკეთო, რაც შენ გინდა სხვებმა გაგიკეთონ და პირიქით, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონ, ის სხვას არასდროს გაუკეთოო. ამიტომ ყველა ადამიანს ისე ვექცევი, როგორც მინდა, რომ სხვები მომექცნენ.

– დაბოლოს, გეტყვით…

– …ყველას საუკეთესო და ბედნიერი დღე გქონდეთ!

წყარო: ჟურნალი გზა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი