შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ახლა პალატაში ვწევარ. უფრო სწორედ ოთახში, სადაც ქიმიას ასხამენ... ქიმიოთერაპია - ასე...

„ახლა პალატაში ვწევარ. უფრო სწორედ ოთახში, სადაც ქიმიას ასხამენ… ქიმიოთერაპია – ასე ეწოდება ამ საქმეს“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში წერს, დოკუმენტურ ამბავზე, რომელიც ბრძოლას და გამარჯვებას ასახავს კიბოსთან და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც ახლა შეიტყო ამ დიაგნოზის შესახებ.

მისი თქმით, წიგნი მალე გამოიცემა. 

„ახლა პალატაში ვწევარ. უფრო სწორედ ოთახში, სადაც ქიმიას ასხამენ. ქიმიოთერაპია – ასე ეწოდება ამ საქმეს. ადვილი ამბავი როდია. მე პირადად ერთ სიკვდილს ვათავებ. ,,სიკვდილის გათავებას’’ პატარა უპირატესობა აქვს – რადმენჯერაც გადარჩები, იმდენად ნაკლებად გეშინია მომდევნო გარდაცვალების. თითქოს იახლოვებ და ითვინიერებ.

კედელზე საათი წუთების თვლას ზარმაცად იწყებს. ანელებს და ამდორებს დროს. შუქი აქ უცნაურია—არც მკვეთრი, არც ბნელი – თითქოს ფანჯრებიდან შემოჟონილი ბუნდოვანი დღეების დაობებული ნარჩენია. თვალს ვავლებ ოთახს – ისევ იგივე ხალხი, იგივე ხმები – იშვიათი და ფრთხილი, იგივე მზერა – უფიქრო და თითქოს ინსტიქტური. ზოგი ჩუმად ზის, ზოგი სევდიანად იღიმის, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე წერტილს გასცქერის სადღაც ჰორიზონტზე. ეს ჰორიზონტი არ ისე სადღაცაა – მომწვანო კედელია. უსახური და უშინაარსო. მაგრამ ამავდროულად ზუსტი და შესაბამისი ამ მზერების დასასრულითვის. მშობლიური. ყველა სხვა ჰორიზონტი იქნება ყალბი და გაუგებარი.
ვენაში ნემსი გულგრილად შეჰყავთ. კათეტერი აუცილებელ საზეპიროს დაემსგავსა – უკვე მეექვსედ მეორდება კანქვეშ. თხელი მილი ყინულის საცეცივით, ნელ-ნელა იჭრება სხეულში. პირველი წუთები თითქოს არაფერია – უბრალოდ გრძნობ, როგორ მიედინება სხეულში ცივი სითხე და მეტი არაფაერი. მერე ნელა, შეუმჩნევლად, შიგნიდან მიყინავს ვენებს. მაჯაზე თითებს ვიჭერ – პულსი ნორმალურია, მაგრამ გული მაინც ამოვარდნაზე მაქვს. უცნაური შეგრძნებაა. თითქოს სხეული ჩემივე საკუთრება აღარ არის. მგონია, რომ შუშის კედლის მიღმა ვდგავარ და საკუთარი თავი იქეთიდან უნდა დავინახო. მაგრამ დაორთქლილია ეს კედელი და მხოლოდ კონტურს ვამჩნევ და ვერ ვხვდები – მე ვარ თუ ჩემი ქიმიური მეზობლები, კიბოიანი დები და ძმები – ამ ოთახში ერთად შეყრილები უჯრედების უცნაური განაჩენით.

უცებ ვიბოჭები – საკუთარი ძარღვები შიგნიდან მეხვევიან ყელზე და მახრჩობენ. გულმკერდში დაუნდობელი სიმძიმე ჩნდება, თითქოს ვენებში უკვე ყინულივით წყალი კი არა, ლითონის მდინარე მიედინება. ნერვული დაბოლოებები საპროტესტო სიგნალებს გზავნიან ტვინში, მაგრამ პასუხი უიმედოა – სხეული გაწვრთნილი რობოტივით რეაგირებს, ტაატით, დაყოვნებით. გული მერევა. მინდა ვაღებინო, მაგრამ ვგრძნობ რომ ამის ძალაც არ მაქვს. შორიდან გუგუნი მოისმის. ჯერ ბუნდოვნად, მერე უფრო მკაფიოდ, უფრო მძაფრად მოადგება ყურებს, ნიჟარებს აცობს და თავი მისკდება. ერთი წამით წარმოვიდგენ, როგორ ვდგები, მოვიგლეჯ ამ კათეტერს და იმ ინდიელივით გავამსხვრევ ფაჯნარას, ,,გუგულის ბუდეში’’ რომ არის. გამავსხვრევ და ამ პაციენტებსაც გავიყოლებ – იქ, მწვანე კედლის მიღმა, სადაც სიცოცხლე ისეთია, როგორიც აქამდე ვიცოდი.
მეღიმება. სასაოწარკვეთილს. უკვე მეექვსედ.

მერე ტვინში დოფამინის დონე ეცემა. ყოველგვარი მოტივაცია ნადგურდება. აღარაფრის კეთება მინდა. ვზივარ და მილს ვუყურებ, ვაკვირდები, როგორ ჩადის სითხე და როგორ ჩაღდება სხეულში უჯრედების ომი. მცივა. და თან თითქოს მცხელა. ოქსიმორონია, მაგრამ ჭეშმარიტი ამბავი – ყინული დუღს ჩემში.
ისევ გულისრევა იწყება. ექიმი არსენი ცდილობს პაციენტ არსენს აუხსნას და დაამშვიდოს – ,,რეაგირებს ქიმორეცეპტორული ტრიგერული ზონა!’’ პაციენტი არსენი უგრძნობია. ექიმი არსენი გაწბილებული. მერე ექიმი არსენი და პაციენტი არსენი ისევ ერთი ხდება და ხედავს, რომ ოთახი ტრიალებს და კარუსელის სკამებზე პაციენტები შეშინებული ბავშვებივით სხედან. კარუსელი ჩქარდება. სივრცე იდღაბნება. პირში მეტალის გემო მოდის – თითქოს ვენებში რკინა ჩამიდგეს, რომელიც ნელ-ნელა იხრწნება.

ეს ორგანიზმის პასუხია. კიბოს საწინააღმდეგო წამლები ნელ-ნელა შლიან ყველა სწრაფად გამრავლებად უჯრედს, ვერ არჩევენ მტერს და მეგობარს. მალე დაღლილობა დამარტყამს, მალე იმუნიტეტი ჩამომენგრევა, მალე შეიძლება მცირე ჭრილობამაც კი სისხლდენა ვეღარ შეაჩეროს.

თვალებს ვხუჭავ. თავბრუსხვევის შეგრძნება მატულობს. თითქოს შუა ზამთარში გაყინულ მდინარეში მტოვებენ. და თან ოფლი მასხამს – შიგნიდან ვდნები, თითქოს მუცელში ცეცხლი მინთია. სხეული კონტროლს კარგავს. სუნთქვა მიჭირს. ფიტლვებს ჰაერი ყოფნის, უბრალოდ უჯრედები ვეღარ იღებენ საკმარის ჟანგბადს. და სწორედ მაშინ, როცა მგონია, რომ უნდა დავიხრჩო – ქიმია ზღვის მიქცევას ემსგავსება. ტალღები უკუმიიქცევიან. გონება ნელ-ნელა იწმინდება. თვალებს ვახელ – მწვანე კედლები, მოწყენილი სახეები. ყველა საკუთარი მორჩილი დუმილის გისოსებში თვლემს.

გარეთ გასვლა მინდა. მზის შუქი მინდა. მაგრამ სხეული ჯერაც არ მემორჩილება. ორი საათი ვიქნები და მერე გავალ“,- წერს გიორგი კეკელიძე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

თებერვალი 22, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი