„საშინელება ხდება ჩემს თავს! ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ! თავი კოშმარში მგონია!“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ცისნამი წერს, რომ მას ერთადერთ შვილს ართმევენ.

როგორც პოსტიდან ირკვევა, საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება.

„მოქალაქეობაზე გავაგზავნე საბუთები ირაკლისთვის, რომ სერთიფიკატი და ამერიკის პასპორტი აეღო!

- Advertisement -
Ad imageAd image

წერილი მოვიდა, რომ 11 ოქტომბერს თითის ანაბეჭდებზე უნდა იყოს ლონგ-აილენდის საემიგრაციო ოფისში. მამამის დავურეკე და ვითომ არაფერი, ირაკლი არ ჩამოვაო. ანუ, ამ კაცს ვაფშე ჰკიდია ირაკლის ბედი. ბავშვი ბოლომდე გააბანძეს, წარმოიდგინეთ “ისტ ჰემპტონიდან” ავჭალაში რომ გადახვალ საცხოვრებლად. სწავლა დაიწყო და ჯერ სკოლაშიც არ მიუყვანიათ! ბავშვს მომავალს უნგრევენ და ბოლომდე ანადგურებენ! ირაკლი ჯერ პატარაა და ამას ვერ ხვდება. ჩემს სკოლაში რემონტიაო და სხვა რაღაც ბანძ სკოლას ეძებენ მისთვის, როცა აქ ძალიან მაგარ სკოლაში დადიოდა. ტვინი გამოურეცხეს ბავშვს. უკარგავენ საბუთებს და ამერიკის მოქალაქეობას.

ყველას გთხოვთ ვინც ჩემს შვილს ნახავთ, ან ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, ან ავჭალაში ან თბილისში, გთხოვთ გადაეცით რომ მომავალს ინგრევს! ალექსანდრე ძალიან გაბრაზებულია. ახლა თუ არ ჩამოვა თითის ანაბეჭდებისთვის, ჩვენ სამიგრაციოში უნდა განვაცხადოთ რომ ჩვენთან აღარ ცხოვრობს, ალექსანდრეს პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა. მანდ რომ რამე მოხდეს, ამერიკის მთავრობა პასუხს ჩვენ მოგვთხოვს, ჩვენს სახლშია ჩაწერილი. ეს ხალხი ჩემს შვილს მომავალს უნგრევენ და ყველანი მომსწრე ხართ როგორ ვეხვეწები მას რომ დაბრუნდეს.

მე აღარ მელაპარაკება და არც მეკონტაქტება. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. დედაჩემი მივიდა ირაკლის სანახავად და სახლში არ შეუშვეს!

საშინელება ხდება ჩემს თავს!

ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ!

- Advertisement -
Ad imageAd image

ვინმემ უთხარით რომ თავს მაგრად იბანძებს!

ახლა თუ არ დაბრუნდება, ჩვენთან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნება!

თავი კოშმარში მგონია!

ღმერთო გაუნათე გონება მას!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „საშინელება ხდება ჩემს თავს! ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ! თავი კოშმარში მგონია!“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი. 4 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საშინელება-ხდება-ჩემს-თ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi