ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოახალ ზელანდიაში ძაღლებისა და კატებისთვის „ღვინის“ გამოშვება დაიწყეს🍷

ახალ ზელანდიაში ძაღლებისა და კატებისთვის „ღვინის“ გამოშვება დაიწყეს🍷

ახალ ზელანდიაში კატებისა და ძაღლების პატრონებმა შინაური ცხოველებისთვის „ღვინის“ ყიდვა დაიწყეს. როგორც Daily Mail იტყობინება, სასმელს ღვინის კომპანია Muttley’s Estate უშვებს, რომელმაც ალკოჰოლი კატის პიტნის ნაყენით ჩაანაცვლა.

მწარმოებლის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სასმელი მზადდება ქვეყნის მზიან რაიონებში მოყვანილი პიტნისგან. შემადგენლობაში ასევე შედის წყალი და კონსერვანტები. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს „ღვინო“ ცხოველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, მაგალითად, ჭექა-ქუხილის, ფოიერვერკების ან ვეტერინართან ვიზიტის დროს.

ბრენდის წარმომადგენლების თქმით, კატის პიტნა შეიცავს ნაერთ ნეპეტალაქტონს, რომელიც ცხოველებში მოდუნების შეგრძნებას იწვევს. მწარმოებლების აზრით, სასმელს შეუძლია ცხოველის განწყობის გაუმჯობესება, მადისა და საჭმლის მონელების სტიმულირება, ასევე მწერების დაფრთხობა.

150 მილილიტრიანი ბოთლის ღირებულება 12.99 ახალზელანდიური დოლარია. ასეთი ბოთლი დაახლოებით სამ პორციას შეიცავს. შინაური ცხოველებისთვის რამდენიმე სახეობის სასმელს გვთავაზობენ: Chapawgne, Purrno Noir, Sauvignon Bark, Proseccat, Pawt, Cabarknet და Meowsè.

  "ეს უკეთესია!" - ტრამპმა აშშ-ში გასაყიდი Coca-Cola-ს ინგრედიენტის შეცვლა მოითხოვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი