ახალ ზელანდიაში, კაცი, რომელიც თავის შვილებთან ერთად 3 წლის წინ ტყეში გაუჩინარდა პირველად ნახეს.
BBC-ს ცნობით, ტომ ფილიპსს 2021 წლის დეკემბრიდან ეძებენ, როდესაც მან 8 წლის ემბერი, 9 წლის მავერიკი და 11 წლის ჯეიდა მათ დედასთან კამათის შემდეგ სახლიდან გაიყვანა და ტყეში გაიხიზნა.
სამართალდამცველების ვარაუდით, კაცი დასავლეთ ვაიკტოს რეგიონში იმალება. რამდენიმე დღის წინ ის და 3 ბავშვი ღორებზე მონადირეებმა ნახეს. მათი თქმით, ფილიპსს ხელში იარაღი ეჭირა, ბავშვებს კი ნიღბები ეკეთათ და ზურგჩანთები მიჰქონდათ. ერთ-ერთი მონადირის კითხვას, იცოდა თუ არა ვინმემ რომ ისინი ტყეში იმყოფებოდნენ ერთმა ბავშვმა უპასუხა: „მარტო თქვენ“.
ეს პირველი შემთხვევაა ოჯახის გაუჩინარების შემდეგ, როდესაც სამივე ბავშვი ერთად ნახეს. ბავშვების დედამ, კეტმა პოლიციას მოუწოდა მეტი გააკეთონ მისი ყოფილი პარტნიორისა და შვილების პოვნისთვის.
სამართალდამცველები კი ფიქრობენ, რომ ფილიპსს ვიღაც ეხმარება და მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც ოჯახზე რაიმე ინფორმაცია აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ამასთან, გასულ წელს პოლიციამ ფილიპსის დაკავების ორდერიც კი გამოსცა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის ერთ-ერთ ბანკის ძარცვაში იყო გარეული.
მასალის გამოყენების პირობები