ახალი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან – რა ვითარებაა ტიბეტში, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ათასობით შენობა განადგურდა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავშესაფრებში 45 000-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას 126 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 188 პირი. ამ დროისთვის, სამძებრო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.

ჰიმალაის მთისწინეთში, ევერესტთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა ნეპალსა და ინდოეთის ზოგიერთ დასახლებაშიც.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ახალი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან – რა ვითარებაა ტიბეტში, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. 9 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-ინფორმაცია-სტიქიის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi