აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: აჭარის მთავრობა

აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად აღმოჩენილია ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184-185 წლებით თარიღდება, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული უნიკალური აღმოჩენით, საქართველოს ნუმიზმატიკურ კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა.

„2026 წელს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდა გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხეების ტერიტორიებზე და კვლევითი სამუშაოების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია განსაკუთრებული სამეცნიერო და ნუმიზმატიკური ღირებულების მქონე მონეტები.

რეგიონში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. ამ ეტაპზე გათხრები ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და პარალელურად, დაგეგმილია სამუშაოების წარმოება აჭარის რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს. 21 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აჭარის-ავტონომიური-რესპუ/

  „რა წამსაც ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა… ჩემს ამ მდგომარეობას ვეძახდი: „მაიას არავინ არ სწერს“ – 3-წლიანი პაუზის შემდეგ მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ გამოჩნდება
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi