შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა

აშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი, მიგელ ანხელი დაიღუპა. მას სამი თვის წინ, მისი სახლის ძარცვის მცდელობის დროს თავში ესროლეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ შაბათს გახდა ცნობილი, მანამდე ის კლინიკაში იმყოფებოდა.

ანხელის სახლში, 3 თვის წინ, 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისინი მისგან და მისი მეუღლისგან ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩხუბი მოხდა და ერთ-ერთმა მძარცველმა ანხელს ესროლა. ის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მძარცველი სასიკვდილოდ დაიჭრა. თავდასხმის საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

მიგელ ანხელს სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ფიტნესისა და მეწარმეობის შესახებ რჩევებს აძლევდა.

  ექსტრემალური ამინდი მომდევნო 20 წელიწადში ადამიანთა 70 პროცენტს შეეხება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი