შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ში 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

აშშ-ში 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში, ლემურის საზღვაო-საჰაერო ბაზაზე, ოთხშაბათს, F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ფაქტი საზღვაო ძალებმა დაადასტურა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

“პილოტმა კატაპულტირება შეძლო და უსაფრთხოდაა. პერსონალის სხვა წევრებს დაზიანებები არ მიუღიათ”, – ნათქვამია ლემურის საზღვაო-საჰაერო ბაზის განცხადებაში.

ჩამოვარდნილი F-35C, F-35 Lightning II-ის სამი ვარიანტიდან ერთ-ერთია, რომელიც შექმნილია აშშ-ის ავიამზიდებზე გამოსაყენებლად.

აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ F-35A-ს, ხოლო საზღვაო ქვეითები – F-35B-ს, მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვების ფუნქციის მქონე თვითმფრინავს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ნიუ-იორკის მეტროში ქალს ცეცხლი წაუკიდეს - ის ადგილზე დაიღუპა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი