ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ში სახლში მარტო დარჩენილი ბიჭი პოლიციას კაცის დაჭერაში დაეხმარა, რომელიც მისი სახლის...

აშშ-ში სახლში მარტო დარჩენილი ბიჭი პოლიციას კაცის დაჭერაში დაეხმარა, რომელიც მისი სახლის გაქურდვას ცდილობდა

აშშ-ში, ქალაქ მედფორდში მცხოვრები 12 წლის ტრისტენ ტეილორი სამართალდამცველებს ქურდის დაკავებაში დაეხმარა.

New York Post-ის ინფორმაციით, შემთხვევა 23 დეკემბერს მოხდა. ტრისტენი სახლში მარტო იყო. თავის ოთახში ყოფნისას მას შუშის ჩამსხვრევის და სამზარეულოში ნაბიჯების ხმა შემოესმა. ბიჭი მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ფანჯრიდან ეზოში გადაძვრა. როცა დაინახა, რომ სახლში უცხო ადამიანი იყო შეჭრილი, მაშინვე 911-ზე დარეკა.

სამართალდამცველები ადგილზე 3 წუთში მივიდნენ და 53 წლის, უსახლკარო კრისტიან გარსია დააკავეს. ამის შემდეგ ტრისტენი დედას, ემბერს, დაუკავშირდა და ყველაფერი უამბო.

„თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, რადგან საუბრისას ძალიან მშვიდად იყო. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა ტელეფონი პოლიციელს გადასცა“, – იხსენებს ქალი.

სოციალური ქსელების მომხმარებლები მომხდარს ფილმის „მარტო სახლში“ სიუჟეტს ამსგავსებენ.

  „ამ ხარჯებს ევროპა დაფარავს - აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს “-ტრამპი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი