შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემააშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება

აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.

  მიჩიგანში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა ერთი ადამიანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი