ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ში იშვიათი ზამთრის შტორმის გამო 10 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში იშვიათი ზამთრის შტორმის გამო 10 ადამიანი დაიღუპა

ზამთრის შტორმმა აშშ-ს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა – რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 10 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება CNN-ი.

აშშ-ს სამხრეთ ნაწილში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურაა, რის გამოც მორღვეულია სატრანსპორტო სისტემა, დახურულია სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები, ათასობით ავიარეისები გადადებულია ან გაუქმებულია.

ზამთრის შტორმი სამხრეთ ტეხასიდან ფლორიდის ჯექსონვილამდეა გავრცელებული. ახალ ორლეანში, მობილში, პენსაკოლაში თოვლის საფარმა ისტორიული რეკორდი მოხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ მსგავსი რამ არასდროს არ უნახავთ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი