შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა

აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა

აშშ-ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ ფო­ლადსა და ალუ­მინ­ზე გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და, – ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

ტრამპმა გუ­შინ ხელი მო­ა­წე­რა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ფო­ლა­დი­სა და ალუ­მი­ნის იმ­პორტზე ტა­რი­ფე­ბი 25%-დან 50%-მდე იზ­რდე­ბა.

„ჩვენ და­ვი­წყეთ 25-დან და შემ­დეგ, მო­ნა­ცე­მე­ბის უკეთ შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მივ­ხვდით, რომ მეტი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო. სწო­რედ ამი­ტომ 50-იანი ტა­რი­ფე­ბი იწყე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის მრჩე­ველ­მა ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, კე­ვინ ჰა­სეტ­მა.

ზრდა ყვე­ლა სა­ვაჭ­რო პარტნი­ორს ეხე­ბა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გარ­და, რო­მელ­მაც აშშ-სთან სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბა დადო და დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან აშშ-ში ფო­ლა­დი­სა და ალუ­მი­ნის იმ­პორ­ტის გა­ნაკ­ვე­თი მი­ნი­მუმ 9 ივ­ლი­სამ­დე 25%-ზე დარ­ჩე­ბა.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ლა­დის და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­თხე­დი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია და აღ­წე­რის ბი­უ­როს მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს აშშ-ის უახ­ლო­ეს სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებს – კა­ნა­და­სა და მექ­სი­კას.

  დაათვალიერეთ რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული, 325-მილიონდოლარიანი იახტა, რომელიც აშშ-მა აუქციონზე გაიტანა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი