აშშ-ში მდებარე სპლინტერ სითის დისკ-გოლფის მოედანზე მოულოდნელად ციდან პატარა თავჩაქუჩა ზვიგენი ჩამოვარდა. ეს სამხრეთ კაროლინის მირტლ-ბიჩის სანაპიროს მახლობლად 18 მაისს მოხდა.
ოკეანის მიმდებარე არეალებში ზოგჯერ ასეთ შემთხვევებს წყლის ქარბორბალები იწვევს. მსგავსი ნაკადები თევზებს იტაცებს და როცა ხმელეთზე ინაცვლებს, მათ იქ ტოვებს. ამის მიუხედავად, არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც, რომლის გამოც წყლის ბინადარი შეიძლება ჯერ ცაში და შემდეგ მიწაზე აღმოჩნდეს — ეს მტაცებელი ფრინველი შაკია (Pandion haliaetus).
ჯონათან მალროუვი, რომელიც იმ დროს მოედანზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ შაკები მსხვერპლით ხშირად შეუნიშნავს, მაგრამ ზვიგენს ნამდვილად არ ელოდა. ზვიგენის ტიპის გამოცნობა ძნელი არ ყოფილა, რადგან ამ არსებებს თავი მართლაც ჩაქუჩს მიუგავთ.
თავად შაკი წყლის ბინადრებს ხშირად ესხმის თავს და ფეხებიც ისე აქვს განვითარებული, რომ სლიპინა თევზები მარტივად დაიჭიროს. როგორც წესი, ისინი 30 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძის თევზებს ჭამენ, თუმცა თავჩაქუჩა ზვიგენი ამაზე დიდი ზომისა იყო.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ-ში გოლფის მოედანზე ციდან ზვიგენი ჩამოვარდა. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-გოლფის-მოედანზე-ცი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T14:41:48+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
