შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემააშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

შეთანხმების თანახმად, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის მიღება გაუადვილდებათ, რომლებიც მიკროჩიპების წარმოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ასევე, სანაცვლოდ, ამერიკამ გააუქმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ნაწილი.

ბესენტმა Fox Business Network-ის გადაცემაში განაცხადა, რომ ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ყველაფერი მოაგვარეს“.

„შეთანხმების ნაწილი იყო ტარიფების შემცირება და იშვიათი მიწის მაგნიტების ამერიკაში ჩამოტანის კვლავ დაწყება. ისინი ჩვენი სამრეწველო ბაზის დიდი ნაწილის ბირთვს წარმოადგენდნენ“, – თქვა ბესენტმა.

  „თეგეტა მოტორსი“ გარემოს დასაცავად - კოლაბორაცია ბრენდ „ადამიანთან“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი