აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა.
კერძოდ, კანადის ტარიფები 30 მილიარდი ანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 4 მარტიდან ამოქმედდება, 21 დღეში კი ძალაში შევა ტარიფები 125 მილიარდი კანადური ღირებულების საქონელზე.
„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე აშშ არ გააუქმებს სავაჭრო ზომებს და აშშ-ის ტარიფები თუ არ გაუქმდება, ჩვენ პროვინციებთან და ტერიტორიებთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე არასატარიფო ზომასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.
აშშ-ის საპასუხო ტარიფებს უწესებს ჩინეთიც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები 4 მარტს შევა ძალაში. ასევე აშშ-მა დამატებითი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. 4 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-ტარიფების-საპასუხ/

