პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა.

კერძოდ, კანადის ტარიფები 30 მილიარდი ანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 4 მარტიდან ამოქმედდება, 21 დღეში კი ძალაში შევა ტარიფები 125 მილიარდი კანადური ღირებულების საქონელზე.

„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე აშშ არ გააუქმებს სავაჭრო ზომებს და აშშ-ის ტარიფები თუ არ გაუქმდება, ჩვენ პროვინციებთან და ტერიტორიებთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე არასატარიფო ზომასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.

აშშ-ის საპასუხო ტარიფებს უწესებს ჩინეთიც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები 4 მარტს შევა ძალაში. ასევე აშშ-მა დამატებითი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე.

  ირან-პაკისტანის საზღვარზე გაზრდილი სატრანსპორტო აქტივობა შეინიშნება: ისლამაბადი თეირანს სამხედრო დახმარებას უგზავნის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი