შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს...

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს

აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს 20 ნოემბერს მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საელჩო დაკეტილი იქნება. თანამშრომლებმა თავშესაფარში ყოფნის ინსტრუქცია მიიღეს“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თვალი ადევნონ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს, საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოძებნონ თავშესაფრები და დაუყოვნებლივ შევიდნენ იქ, მიჰყვნენ უკრაინის ოფიციალური პირების მითითებებს.

  თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი