ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?

აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს” – რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?

საუბრობს სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი ნათელა მაჭავარიანი:

– ძლიერი ქალი და პიროვნებაა სალომე! ის არაჩვეულებრივი დედა და მეგობარია, პრინციპული და მართალი! არავითარ შემთხვევაში ტყუილს არ იტყვის. მისი უახლოესი მეგობარი ვარ და ყოველთვის მეუბნება, თუ სწორი არ ვარ და მართალ საქმეს არ ვაკეთებ. მეგობრობაც იცის, თავის საქმეც, დედობაც…

ნახეთ რა შვილები ჰყავს! ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებს, მაგრამ ნახევარზე მეტი გამართული ქართულით ვერ საუბრობთ და რა გასაკვირია, სალომე ზურაბიშვილს ცოტა აქცენტი ჰქონდეს?! დედამისიც კი საფრანგეთში დაიბადა და როგორ იცავდა იგი ქართულ ენას, როგორი პატრიოტიზმით და სიყვარულით გაზარდა შვილები! სალომემ თქვა, ხუთი წლის ბავშვს მამაჩემი ქართულ წიგნებს, პირველ რიგში “ვეფხისტყაოსანს” გადმომიღებდა და მეუბნებოდა, ჯერ ქართული უნდა ისწავლო და მერე ფრანგულიო…

სალომე იშვიათი დედაა, ნამდვილი დედა როგორიც უნდა იყოს ზუსტად ისეთი! სხვათა შორის, მკაცრიცაა, იმიტომაც ჰყავს ასეთი არაჩვეულებრივი შვილები! მკაცრში იმას კი არ ვგულისხმობ, შვილებს მათრახით დასდევდეს, უბრალოდ, ყოველთვის სწორ შენიშვნებს აძლევს… ვგიჟდები ორივეზე, მე და თეიმურაზი ვმეგობრობთ კიდეც…

– ქალბატონო ნათელა ყველას გვახსოვს რა რთული იყო თქვენი ცხოვრება.. დიდი ტრაგედია გადაიტანეთ, სალომე ამ დროს გვერდით გედგათ?

– ჩემი უბედურების პერიოდში სალომე ჯერ კიდევ საფრანგეთში იყო… ჯანრი კაშია და ჩემი პირველი მეუღლე – გეგას მამა ბავშვობის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ. ჯანრი ჩემთვისაც უახლოესი იყო და როდესაც სალომე საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ გამაცნო… იმის შემდეგ სალომესგან სულ სიკეთე მახსოვს! საქართველოს სხვადასხვა კუთხეები ერთად მოვიარეთ, მასთან საფრანგეთშიც არაერთხელ ვყოფილვარ…

– გვითხარით, რაც საზოგადოებამ მასზე არ იცის, მაგალითად, რამდენად კარგი მზარეულია?

– არაჩვეულებრივი! საოცარ ქართულ კერძებს ამზადებს – საცივს, ხაჭაპურს, მწვადს… ყველაფერი ეხერხება… აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს, ისეთს, ბევრი სპეციალისტიც რომ ვერ გააკეთებს.

salomeskulinaruia-1743153423.jpg

ძალიან უყვარს სტუმრები, მათი გამასპინძლება… გამასპინძლების გარეშე სახლიდან არავის უშვებს… ქართული ხასიათი მისი სტუმარ-მასპინძლობიდან ყველაზე მეტად ჩანს. თავიდან ძალიან მიკვირდა მისი ეს თვისება… როგორც მოგახსენეთ, მასთან საფრანგეთშიც თვეობით ვიყავი ხოლმე. ნამდვილი ინტელიგენტი იყო დედამისი, ზეინაბ კედია, 92 წლის ასაკშიც ულამაზესი… საფრანგეთში შეძლებისდაგვარად მეც ქართული კერძებით მიმასპინძლდებოდნენ, ფრანგულთან ერთად. მართალი გითხრათ, ქართული სულაც აღარ მინდოდა, ფრანგული უფრო მომწონდა, იმდენად მიყვარს იქაური სალათები… უდიდესი პატივისცემა მახსოვს მათგან, სულ მომატარა სალომემ იქაურობა… იხილეთ სრულად

  სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი