აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარ მოქმედებებს შეწირული ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ეთნიკური წმენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ასეულობით ათასი ოჯახი… ასეთია აფხაზეთის ომის 13 თვისა და 13 დღის შედეგები…

„პრაიმტაიმი“ სწორედ ამ ომს შეწირული რამდენიმე ახალგაზრდა მებრძოლის ისტორიას გაგახსენებთ…

ღიმილის ბიჭები იყვნენ. სიცოცხლეზე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულებმა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იცოდნენ სად მიდიოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ უთანასწორო ბრძოლიდან შეიძლება ცოცხლები ვეღარ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ. მერე ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს და ისტორიას თანამედროვე ღიმილის ბიჭებად შემორჩნენ…

- Advertisement -
Ad image

გიორგი 18 წლის იყო, დათო 24-ის, საშა 41 წლის, ლევანი ნიკა და ირაკლი 29 წლისები… აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.

 

ლევან აბაშიძე

როცა ომი დაიწყო, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ლევან აბაშიძეს სიგიჟემდე უყვარდა თავის პროფესია, მაგრამ მაინც წავიდა. 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა.

გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოხვდა. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა, მხოლოდ ერთი სპექტაკლი ითამაშა.

სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. „არა, მეგობარო“ ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.

 

ირაკლი ამირეჯიბი

ლევან აბაშიძე და ირაკლი ამირეჯიბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ის ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გარეგნობის გამო მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და… ‘

29 წლის იყო, აფხაზეთის ომში, რომ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბრუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით შეიტყო, რომ ომში მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძე დაიღუპა და იმ დღეს­ვე წა­ვი­და საბრძოლ­ვე­ლად.

„ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო“- ამ სიტყვებით გამომეშვიდობა დედას და წავიდა. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში.

  ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული გადაწყვეტილება?

მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე დაურე­კეს და შვი­ლის სიკ­ვდი­ლით „მი­უ­ლო­ცეს“ იუბილე… როგორც შემდეგ გაირკვა, 17 ნო­ემ­ბერს, ტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს.

ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ესროლა ლიტველმა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა.

გიორგი რაზმაძე

გიორგი რაზმაძე 18 წლის იყო… სახლში მოიტყუა რაჭაში მივდივარო. მესამე დღეს სოხუმში, ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით იპოვეს  დაღუპული…

ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა საშკა იოსელიანმა ოჯახს კადრები ჩამოუტანა… ასე დასრულდა მწვანეთვალება ბიჭის მოკლე ისტორია, რომელსაც დიდი გეგმები და მომავალი ჰქონდა.

 

საშკა იოსელიანი

1993 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი, საშა იოსელიანი. არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა თეატრსა და კინოში.

მის უკვდავსაყოფად ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 2009 წელს მისი ძეგლი გაიხსნა.

 

დავით ბოლქვაძე

23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს.

ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკისა და რუსის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა. მხოლოდ იმის გამო, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, დათოსთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს.

 

ნიკა თხელიძე

ნიკა თხელიძე 29 წლის იყო, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდა. როცა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სხვა მგზავრებთან ერთად ისიც დაიღუპა…

რვა წლის განმავლობაში, ოჯახმა არ იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. აფხაზეთის ომში წასვლიდან მთელი რვა წელი, სახლში ყოველდღე ელოდებოდნენ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.