შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიასტრონომებმა დიდი აფეთქებიდან 900 მილიონი წლის შემდეგ წარმოქმნილი გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა დიდი აფეთქებიდან 900 მილიონი წლის შემდეგ წარმოქმნილი გალაქტიკა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 900 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. ობიექტს „კოსმოსური ყურძენი“ დაარქვეს.

„ჰაბლის“ ტელესკოპის ადრეულ სურათებზე გალაქტიკა ბუნდოვან ლაქას ჰგავდა. ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს არის მბრუნავი სისტემა, რომელიც სულ მცირე 15 მასიურ გროვას შეიცავს, სადაც ვარსკვლავების ფორმირება გრძელდება.

გალაქტიკის დანახვა გრავიტაციული ლინზირების ეფექტის წყალობით გახდა შესაძლებელი – ახლომდებარე გალაქტიკების გროვამ შორეული ობიექტის სინათლე გააძლიერა. ასტრონომებმა კვლევისთვის ტელესკოპ „ჯეიმს უების“ და ALMA-ს რადიოტელესკოპების მონაცემები გააერთიანეს და დაკვირვებებზე 100 საათზე მეტი დახარჯეს.

მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადრეული სამყაროს გალაქტიკების ფორმირების არსებულ მოდელებს, ვინაიდან თეორიულად იმ დროისთვის ერთ მბრუნავ სისტემაში ასეთი დიდი რაოდენობის გროვების არსებობა მოსალოდნელი არ იყო.

  „არასდროს ვიმღერებ რუსეთში...“ - ნინი შერმადინი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი