პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიარ შეიძლება ასპირინის გამოყენება კონსერვებში - რა უნდა გამოვიყენოთ კონსერვებში?

არ შეიძლება ასპირინის გამოყენება კონსერვებში – რა უნდა გამოვიყენოთ კონსერვებში?

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები კონსერვებში ასპირინის გამოყენებასთან დაკავშირებით:

„ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ასპირინი პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს, მაგრამ ეს ასე არ არის.

ეს არ შეიძლება და არის საშიშიც.

ასპირინი სინამდვილეში არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით. მისი საკვებად გამოყენება არის აკრძალული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, – თუ რატომ არ შეიძლება ასპირინის გამოყენება კონსერვებში.

პირველი მიზეზი არის ის, რომ ვერ კონტროლდება დოზა, რა რაოდენობის ტაბლეტი უნდა გამოვიყენოთ კონსევებში

მეორე მიზეზი არის ის, რომ  მთავარი საფრთხე რაც არის კონსერვებში, ბოტულიზმი,- ასპირინი ვერ გიცავთ მისგან.

მესამე მიზეზი არის ის, რომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და სხვა გვერდითი მოვლენები.

გარდა ამისა, ადამიანი ხდება რეზისტენტული ამ წამლის მიმართ, რადგან იღებს დიდ რაოდენობას, რომელიც მათ არ სჭირდებათ.

რა უნდა გამოვიყენოთ კონსერვებში, რომელი დანამატი გამოვიყენოთ?

დღესდღეისობით კვების ინდუსტრია არის ძალიან განვითარებული და არსებობს მრავალი საკვები დანამატი, რომელიც ასრულებს ასპირინის როლს.

ასპირინის გამოყენებს დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც არ არსებობდა სხვა არც ერთი დანამატი.

ასპირინი ეს არის აცეტილსალიცინის მჟავა და პროდუქტში ქმნის მჟავე გარემოს და ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბაქტერიებს გამრავლებლებისათვის. არ უნდა გამოიყენოთ იმიტომ, რომ ეს არის პრეპარატი.

გამოიყენეთ ისეთი საკვები დანამატები, როგორიც არის ლიმონმჟავა ან ძმარმჟავა, რომელიც დაშვებულია კვების ინდუსტრიაში…“

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ახალი ჩატბოტი თქვენს 60 წლის ვერსიასთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი