საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის მიმართ გულშემტკივართა განსაკუთრებული სიყვარული კიდევ უფრო თვალსაჩინო ბოლო პერიოდში გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან საკუთარი დუბლით ნაკრებს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალის საგზური მოუპოვა.
დადებითი ემოციები და რეზონანსი მოჰყვა ბუდუს შეთავაზებას ქართველი გულშემატკივრისთვის, გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, თუ დასარჩენს ვერ იპოვიდნენ, მასთან, ბინაში დარჩენილიყვნენ.
არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო რესპუბლიკის მოედანზე ბუდუს განუმეორებელი ცეკვა, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
რაც შეეხება მის ცეკვას და იმას, თუ როგორ აღმოჩნდა მარტო სცენაზე ამდენი გულშემატკივრის წინაშე, ბუდუ ამბობს;
“მეც ვერ ამოვხსენი, როგორ დავრჩი მარტო სცენაზე მივიხედ-მოვიხედე და არავინ იყო… შევხედე, რომ ხალხსაც მოსწონდა ეს ვიდეობი, რაც ვრცელდება ნაწყვეტებია, რეალურად, 2-3 წუთი ვცეკვავდი. მინდოდა, რომ ის სიხარული ხალხისთვის გამეზიარებინა. თან გუნდი უკვე ავტობუსში იყო და ყველა მე მელოდებოდა. ამდენი ხალხის წინაშე პირველად ვიცეკვე.”- ამბობს ფეხბურთელი.
მასალის გამოყენების პირობები