შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„არ ვიცოდი, რომ რუსული ძვირადღირებული მანქანა არსებობდა“ - აშშ-ში პუტინის მიერ კიმ...

„არ ვიცოდი, რომ რუსული ძვირადღირებული მანქანა არსებობდა“ – აშშ-ში პუტინის მიერ კიმ ჩენ ინსთვის გადაცემულ საჩუქარზე იხუმრეს

გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცოდი, რომ არსებობდა ისეთი რამ, როგორიცაა რუსული ძვირადღირებული მანქანა, – ირონიული კომენტარით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საჩუქარს ჩრდილოეთ კორეის ლიდერისადმი.

პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილით Aurus აჩუქა.

„იმედი მაქვს, კიმმა მიიღო გრძელვადიანი გარანტია. ძვირადღირებულ მანქანას რომ ვყიდულობდე, არ ვარ დარწმუნებული, რუსეთში თუ ავარჩევდი“, — თქვა მილერმა.

მილერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს აკრძალვას ჩრდილოეთ კორეაში ფუფუნების საქონლის გაგზავნაზე.

„თუ ეს სიმართლეა, როგორც ჩანს, რუსეთი კიდევ ერთხელ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელსაც თავად დაუჭირა მხარი“, — თქვა მილერმა.

  Gen Z თაობაში ზრდასრულთა თითქმის 30% ამბობს, რომ ლგბტქ ადამიანია - კვლევა აშშ-ში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი