არქეოლოგებმა პერუში 3 500 წლის ქალაქი აღმოაჩინეს – დაახლოებით 3,500 წლის წინ არის დაარსებული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

არქეოლოგებმა პერუში, ჩრდილოეთის პროვინცია ბარანკაში ძველი ქალაქის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.

ქალაქი, სახელად პენიკო დაახლოებით 3,500 წლის წინ არის დაარსებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მნიშვნელოვანი სავაჭრო კერა იყო, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებ ადრეულ თემებს ანდების მთებსა და ამაზონის აუზში მცხოვრებ მოსახლეობასთან აკავშირებდა.

ქალაქი დედაქალაქ ლიმადან დაახლოებით 200 კილომეტრში, ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 8-წლიანი მუშაობის პერიოდში არქეოლოგებმა აქ 18 სტრუქტურა აღმოაჩინეს, მათ შორის ცერემონიული ტაძრები და საცხოვრებელი კომპლესები.

კვლევის ავტორების თქმით, ეს აღმოჩენა ახალ შუქს ჰფენს ამერიკის კონტინენტზე უძველესი ცივილიზაციის „კარალის“ ბედზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). არქეოლოგებმა პერუში 3 500 წლის ქალაქი აღმოაჩინეს – დაახლოებით 3,500 წლის წინ არის დაარსებული. 7 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არქეოლოგებმა-პერუში-3-500-წლი/

  ილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi