პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„არსებული კრიზისი მხოლოდ დროებითი ცვლილებებით ვერ გადაიჭრება“ - პანელური დისკუსია რუსთაველზე

„არსებული კრიზისი მხოლოდ დროებითი ცვლილებებით ვერ გადაიჭრება“ – პანელური დისკუსია რუსთაველზე

„5 ოქტომბერი – პროტესტის ევოლუცია“ – ამ სახელწოდებით, პანელური დისკუსია გამართა “ანტიკრიზისულმა პლატფორმამ” და “საპროტესტო აუდიტორიამ”.

რუსთაველის გამზირზე, ილიას და აკაკის ძეგლის წინ შეკრებილი საზოგადოების წინაშე იმსჯელეს  თემებზე:

· რა გვასწავლა პროტესტის განვლილმა გზამ

· რას ველოდებით  4 ოქტომბრის შემდეგ

· როგორი უნდა იყოს მოქალაქის როლი კრიზისის დაძლევაში

· როგორ ავირიდოთ შეცდომების განმეორების რისკები

შეხვედრაზე წარადგინეს „ანტიკრიზისული პლატფორმის“ მანიფესტი და ვებ-გვერდი სახელწოდებით chvenia.ge

„პლატფორმა აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველოში კრიზისის დაძლევა მხოლოდ მოქალაქეთა ჩართულობით, პროფესიონალიზმითა და სისტემური ანტიკრიზისული მიდგომებით შეიძლება.“ – განაცხადეს ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლებმა.

დისკუსიის შედეგად მოქალაქეებმა ერთობლივად იმსჯელეს კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და გამოსავალზე.

სპიკერების გამოსვლის შემდეგ, ინტერაქტიულ სესიაზე დამსწრე საზოგადოებამ ახალგაზრდებმა, პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა და პროტესტის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვეს.

დისკუსიის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას, რა დროსაც არსებული კრიზისი მხოლოდ დროებითი ცვლილებებით  ვერ გადაიჭრება.

„ანტიკრიზისული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ გამოსავალია დადგეს ანტიკრიზისული მთავრობის ინიციატივა, რომელიც საზოგადოების მიერ წამოწყებული იდეა და მიზნად ისახავს ქვეყნის სტაბილიზაციასა და კრიზისიდან გამოყვანას პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ფართო ჩართულობის გზით.

„ანტიკრიზისული მთავრობა არის დროებითი (მაქსიმუმ 2 წლით მოქმედი) აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც  კრიზისულ სიტუაციაში ქვეყნის სტაბილიზაციისთვის იქმნება. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არა პოლიტიკოსებით, არამედ კომპეტენციისა და საზოგადოების ნდობის საფუძველზე შერჩეული დარგის სპეციალისტებისგან. ეს იდეა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს ან ორგანიზაციას, ის ეკუთვნის მოქალაქეებს“,- ნათქვამია  „ანტიკრიზისული პლატფორმის“ ვებ-გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ერთად უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ხელი მოაწერონ მანიფესტს, შეუერთდნენ ინიციატივას, შექმნან საკუთარი საჯარო პროფილი ანტიკრიზისულ რუკაზე, დაასახელონ სასურველი მინისტრობის კანდიდატი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

  Fly Khiva-მ ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით პირველი მგზავრები ჩამოიყვანა — ახალი ავიაკომპანია საქართველოს ცაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი