„არის ამის შესახებ ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“-ანდრია ჯაღმაიძე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მათ შორის პატრიარქის დაკრძალვის თარიღის შესახებ.

„სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე, ესაა საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა პროცედურაზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. დანარჩენ დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებთ მას შემდეგ, როგორც კი დაადგენს სინოდი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ილია მეორე, შესაძლოა, სიონის ტაძარში დაკრძალონ, რაზეც ჯაღმაიძემ უპასუხა: „დიახ, არის ამის შესახებ ცნობა, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.

„დიდი დანაკლისია და ძალიან დიდია მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „არის ამის შესახებ ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“-ანდრია ჯაღმაიძე. 18 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არის-ამის-შესახებ-ცნობე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-28T04:46:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi