უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

აღნიშნულ საკითხზე დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ  ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და  შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მთავრობა/

  თბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისათვის €20 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi