„11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ – დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში“-გივი მიქანაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

„11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში. ასევე, როგორც მოგახსენეთ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი ექნებათ მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, შესაბამისად ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ. იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი”,- აღნიშნა მიქანაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ – დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში“-გივი მიქანაძე. 2 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/11-კლასიან-სწავლებაზე-2027-2028-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi