პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ

ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ

სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.

თუ თქვენ გადახედეთ ცხოვრების წესს (დაიწყეთ მეტი დასვენება, ნაკლები მუშაობა და მოიწესრიგეთ ძილი), მაგრამ დაღლილობის გრძნობა არ გაქრა, მიზეზების გასარკვევად უნდა მიმართოთ ექიმს.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს შემდეგი ანალიზები:

1. სისხლის საერთო ანალიზი. ის აჩვენებს ჰემოგლობინის და სისხლის სხვა კომპონენტების დონეს – და მათ თანაფარდობას. სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტები) და/ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითების, ანემიის დროს, დაღლილობა და სისუსტე საკმაოდ გამოხატული იქნება.

2. რკინა, ფერიტინი. თუ ჰემოგლობინი ნორმალურია, ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში საკმარისი რკინაა. ისეთი მაჩვენებლების განსაზღვრა, როგორიცაა რკინა და ფერიტინი, დაგეხმარებათ რკინის ფარული დეფიციტის დიაგნოსტირებაში.

3. ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH). ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ჰიპოფიზის ჯირკვალში და არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. დაღლილობა ხშირად ჩნდება, როდესაც ამ ჰორმონის დონე იზრდება.

4. ვიტამინი D. D ვიტამინის დონე 25-OH სისხლში მიუთითებს მის რეზერვზე ორგანიზმში. D ვიტამინის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, დაღლილობა და შრომის უნარის დაქვეითება.

გარდა ამისა, დაღლილობა დაბალ არტერიულ წნევასთან ერთად ახალგაზრდა ასაკში შეიძლება მიუთითებდეს იშვიათ მდგომარეობაზე, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ეწოდება. ამ დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, ამიტომ მის დასადგენად საჭირო ანალიზები და კლვევები მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ.

  • D ვიტამინის 25(OH)D დონე იზომება ნანოგრამი მილილიტრზე (ნგ/მლ ან ng/ml) და ოპტიმალური კონცენტრაციაა 30-70 ნგ/მლ. თუ 25(OH)D კონცენტრაცია 10-20 ნგ/მლ ფარგლებშია, ორგანიზმში არსებობს D ვიტამინის დეფიციტის რისკი, 5-10 ნგ/მლ მიუთითებს D ვიტამინის დეფიციტზე, ხოლო 5 ნგ/მლ-ზე ნაკლები მნიშვნელობა მიუთითებს D ვიტამინის მძიმე დეფიციტზე. 25(OH)D კონცენტრაცია 70 ნგ/მლ-ზე მეტი მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე.

25(OH)D-ის შემცირებული დონე შეინიშნება D ვიტამინის დაბალი მიღებით საკვებიდან, მზის ნაკლებობით, ნაწლავებიდან აბსორბციის პრობლემებით (მალაბსორბციის სინდრომი), ნეფროზული სინდრომით, ღვიძლის დაავადებებით და რიგი წამლების მიღებით (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, რიფამპიცინი და ა.შ.). ბოლო ორ შემთხვევაში საუბარია არა შემომავალი D ვიტამინის დეფიციტზე, არამედ მისი მეტაბოლიზმის პროცესის დარღვევაზე.

  ქათმის ხორცის გარეცხვა ჯანმრთელობისთვის საშიშია - ნახეთ, როგორ ხსნის ამ ფაქტს მედიცინა

25(OH)D-ის მომატებული დონე მიუთითებს D ვიტამინის შემცველი წამლების გადაჭარბებულ მოხმარებაზე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გაიგეთ რომელია ხუთი ყველაზე სასარგებლო ხილი გაზაფხულზე

გაიგეთ რომელია ხუთი ყველაზე სასარგებლო ხილი გაზაფხულზე

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი