ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„ამ ფასში შეიძლება არც შემოვიტანოთ. აზრი არ ექნება“ - შაქრის იმპორტიორი კომპანია...

„ამ ფასში შეიძლება არც შემოვიტანოთ. აზრი არ ექნება“ – შაქრის იმპორტიორი კომპანია „L- ჯორჯია“

22 აპრილიდან შაქრის იმპორტიორ კომპანიებს 1 ტონა შაქარზე დამატებით 400 ლარის გადახდა მოუწევთ. 10 აპრილს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებულ შაქარზე ერთი წლის ვადით გადასახადი დაწესდა. 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება. ,,შპს L- ჯორჯია’’ ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელსაც შაქარი ევროპიდან შემოაქვს. კომპანიის მთავარი ბუღალტერი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გადასახადის დაწესება შაქრის ფასზე იმოქმედებს და მომხმარებელს გაძვირებული პროდუქტის შეძენა მოუწევს. კომპანიაში განმარტავენ, რომ შაქრის ფასმა ევროპაშიც მოიმატა და გაზრდილი ხარჯების პირობებში მათ შესაძლოა იმპორტის მოცულობა შეამცირონ ან მუშაობა საერთოდ შეწყვიტონ.

 

,,გავლენას მოახდენს და ფასი გაიზრდება. როცა გადასახადი იმატებს, შესაბამისად ეს მოქმედებს ფასზე. 50 კგ.-ზე ანუ ერთ ტომარა შაქარზე 20 ლარით მოიმატებს ფასი. ჩვენ შეიძლება არც შემოვიტანოთ ამ ფასში. აზრი არ ექნება უბრალოდ. ჩვენ ევროპიდან შემოგვაქვს შაქარი და ევროპაში ისედაც გაზრდილია ფასები. ასე, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი შემომტანები ვართ. მოცულობით ძალიან ბევრი შაქარი შემოგვაქვს და საბითუმოდ ვვაჭრობთ. ეს გადასახადი რაც დაამატეს ძალიან ცუდია ბაზრისთვის. შეიძლება მოცულობა იმდენი არ შემოვიტანოთ რამდენიც შემოგვქონდა და იმდენი შემოვიტანოთ, რომ ორგანიზაცია შევინარჩუნოთ. დიდი მასშტაბზე ალბათ ვერ გავქაჩავთ თუ რამე არ შეიცვალა. დატვირთული გვაქვს და ერთი პარტია უნდა წამოსულიყო. 22 აპრილამდე რაც არის დატვირთული იმას არ შეეხება გაძვირება და 22 აპრილის შემდეგ დატვირთულზე გაგვეზრდება ფასი. ფასს გააძვირებს, ეს მომხმარებლისთვის არის ცუდი.’’- აცხადებს კომპანიის მთავარი ბუღალტერი ირაკლი გოგიბერაშვილი.

 

,,შპს L- ჯორჯია’’-ში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს, რის გამოც საჭირო იქნება მოთხოვნის შევსება. მათ მიერ შემოტანილი შაქარი კი ძვირი იქნება, რაც კონკურენციის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

 

,,არ მგონია ადგილობრივი წარმოება გასწვდეს ბაზარს, თუმცა თუ ვერ გასწვდება უნდა შეივსოს. ჩვენი შემოტანილი შაქარი იქნება ძვირი და ფასს გააძვირებს. თუ ევროპაში შაქრის ფასი წამოვა ქვემოთ, მაშინ აზრი ექნება შემოტანას. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება დღეს რაც არის, მაშინ აზრი არ ექნება უბრალოდ.’’- აცხადებს ირაკლი გოგიბერაშვილი.

  თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა ახალგაზრდებმა გრანპრი მოიპოვეს

 

,,შპს L- ჯორჯიაში’’ ერთი ტომარა, (50 კგ) შაქრის ფასი 105 ლარიდან იწყება. საბითუმო ფასი ერთ კილოგრამ შაქარზე ტრანსპორტირების გარეშე 2 ლარსა და 10 თეთრის შეადგენს. თუმცა 22 აპრილის შემდეგ შემოტანილ შაქარზე ფასი გაიზრდება. ტომრის ფასი 20 ლარით გაძვირდება.

წყარო

#drpkhakadze

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.