სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ამ ტრაგედიის მერე მე ვეღარ ვმღერი“ - ისრაელში მცხოვრები ქართველი მომღერლის ამბავი

„ამ ტრაგედიის მერე მე ვეღარ ვმღერი“ – ისრაელში მცხოვრები ქართველი მომღერლის ამბავი

2023 წლის 29 ოქტომბერს ისრაელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. 9 წლის თამარ ჰაია ტორფიაშვილს გული მას შემდეგ გაუჩერდა, რაც საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენები ჩაირთო. გოგონა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი დალი ხუხაშვილის შვილიშვილი იყო… დალის და, დიანა ხუხაშვილი-ბენიაშვილი ისრაელში ქართულ სიმღერებს ათწლეულებია პოპულარიზაციას უწევს.

– მარტვილის რაიონის სოფელ ბანძიდან ვარ. ჯერ სამეგრელოში, შემდეგ აფხაზეთში ვიზრდებოდი. ჩემი და, დალი, ჩემზე ერთი წლით უმცროსია. ორივე სიმღერის ნიჭით დავიბადეთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული მოვლენა არ იყო. საქართველოში ყველა მღეროდა. მამას ძმა, გიორგი ხუხაშვილი, ცნობილი დრამატურგი გახლდათ. მამა მსახიობი იყო, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სასწავლებელში არ უსწავლია. ჩვენს სოფელში განთქმული ლოტბარი და ექიმი ოთარ დიხამინჯია ცხოვრობდა. მას ორი გუნდი ჰყავდა. პირველად სცენაზე მარტვილში გამოვედი (მაშინ მარტვილს გეგეჭკორი ერქვა). 1957 წელი იყო, მე პირველ კლასში ვიყავი, ჩემი და კი ბაღში დადიდა. ოთარ დიხამინჯიას სიმღერა “მერცხალი” სკოლის გუნდთან ერთად იმდენად ლამაზად შევასრულეთ, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

ათი წლის ვიყავი, მამა ქართულ დრამატულ თეატრში მიიწვიეს და ოჯახი თან წაგვიყვანა. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, შემდეგ მუსიკას ვასწავლიდი. ომი რომ დაიწყო, ჩემი უმცროსი შვილი ექვსი წლის იყო, უფროსი 18 წლის და სასწავლებლად მოსკოვში გავუშვით. სკოლა, სადაც ვასწავლიდი, რუსულ-ქართული იყო, თვითმფრინავში რომ ვსხდებოდით, მოსწავლე ბიჭები სამხედრო ფორმით მოვიდნენ გასაცილებლად, იქ აღარ იყო გარჩევა ვინ ებრაელი იყო, ვინ ქართველი, ყველა ქართულენოვანს დევნიდნენ. გვეგონა, ომი მალე დამთავრდებოდა და მეუღლე აფხაზეთში დარჩა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ყველაფერი დავკარგეთ. იმედს არ ვკარგავ, რომ საქართველო აფხაზეთს დაიბრუნებს და მე და ჩემი მეუღლე თუ ვერა, ჩვენი შვილები მაინც საკუთარ სახლს ნახავენ.

– ომს გამოქცეულებმა თბილისს შეაფარეთ თავი.

– თბილისში წელიწად-ნახევარი ვიყავით… 1993 წელი იყო. ვერასოდეს დავივიწყებ, როგორი სითბოთი გვეპყრობოდნენ.

  "ტყუილისია და აბსურდის სამარცხვინო ტირაჟირება" - გიორგი ფხაკაძე პარიზის ოლიმპიადას ეხმაურება

– ისრაელში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

– ისრაელში 1993 წლის ოქტომბერში წამოვედით. შევარდნაძის მმართველობის პერიოდი იყო, არეულობა, ქაოსი იწყებოდა. მაშინ ისრაელში ძალიან ბევრი მიდიოდა, ჩვენს მერე ბევრი ახლობელი და ნათესავი ჩამოვიდა. პირველი წლები ძალიან მძიმე იყო, სულ ვტიროდი, არც ენა ვიცოდი. ჩემი მეუღლისთვისაც ურთულესი იყო, მაგრამ ამას არასოდეს გამოხატავდა.

ერთხელ ქალაქში გავედი, სადაც კურსელი, მევიოლინე სუსანა ზლატკინა შემხვდა. რომ დამინახა, სიხარულით გაგიჟდა და გუნდში წამიყვანა. ჩვენი ხელმძღვანელი, მუსიკალური სასწავლებლის ყოფილი დირექტორი მოშე შლიახტმანი არაჩვეულებრივი პიროვნება და მუსიკოსი აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, 45 წლის ასაკში ისევ სცენაზე დავდექი.

ერთხელ საზეიმო სუფრაზე გუნდის ხელმძღვანელმა მითხრა, ქართველი ხარ, და “სულიკო” გვიმღერეო. დავიწყე ამ უკვდავი სიმღერის შესრულება და ყველა აღფრთოვანებული მისმენდა. ზოგი ამყვა კიდეც. ამის შემდეგ გუნდში სოლისტად გამოვდიოდი. შემდეგ სხვა გუნდის ხელმძღვანელმა, ილია ბრავერმანმა, მიმიწვია და იქაც წარმატებული სოლისტი გავხდი. ილია ბრავერმანი კიევიდან იყო, უკრაინის დამსახურებული მოღვაწე. თავიდან მთხოვა, ფილმიდან “ჭრიჭინა” ის ცნობილი სიმღერა მიმღერე, ფილმში ლეგენდარული მედეა ამირანაშვილი რომ ასრულებსო. მალე თეატრშიც აღმოვჩნდი, თან ვმღეროდი, თან სცენაზე ვთამაშობდი, როგორც მოყვარული… რეკლამებშიც მიწვევდნენ.

2009 წელს ანსამბლი “საპოვნელა” დავაარსე. საქართველოდან მომღერლები მოწვევით ჩამოდიოდნენ და დუეტები შევქმენით. აქ ჩემი პარტნიორია არაჩვეულებრივი ბარიტონი თამაზ გედევანიშვილი. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ანსამბლი დროებით დაიშალა, მაგრამ 2016 წელს ჩემმა მეგობარმა, მუსიკოსმა პოლინა აიზენბერგმა შემომთავაზა, რომ ისევ შეგვეკრიბა მუსიკოსები და 2017 წლიდან ანსამბლი აღდგა.

– სამწუხაროდ, თავს დიდი ტრაგედია დაგატყდათ. მსოფლიო პრესა იუწყებოდა, რომ 9 წლის თამარ ჰაია ტორფიაშვილს გული მას შემდეგ გაუჩერდა, რაც საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენები ჩაირთო. ბავშვი თქვენი დის, დალის შვილიშვილი იყო…

– დიახ, დიდი ტრაგედია მოხდა. ჩემს დას რომ ვესაუბრები, სულ ვტირით. ბავშვი მან გაზარდა, რადგან დედამისი, მანანა სეფი, ისრაელში ცნობილი მოცეკვავეა და ხშირად ძალიან დაკავებული იყო. ამ ტრაგედიის მერე მე ვეღარ ვმღერი.

  "ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი და ვერ მაპატიეს" - ამბავი ქველმოქმედ ქალზე, რომლის ქალიშვილი ექსკურსიაზე გარდაიცვალა

– საქართველოში თუ ჩამოდიხართ?

– საქართველო ძალიან მენატრება… 2012 წელს რამდენიმე დღით ჩამოვედი, მოვინახულე თბილისი, ქუთაისი, ბათუმი… საქართველოში თუ რამ ხდება, დეტალურად ვიცი, რადგან ყველა საინფორმაციოს თვალს ვადევნებ. წყაროწყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ოთახში შესვლისას რას ვაკეთებდი?! – ეს შესაძლოა დემენცია არ იყოს, მეცნიერები გვიხსნიან რატომ ვივიწყებთ ასე მარტივად

ოთახში შესვლისას რას ვაკეთებდი?! – ეს შესაძლოა დემენცია არ იყოს, მეცნიერები გვიხსნიან რატომ ვივიწყებთ ასე მარტივად

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
დევა კასელი შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

დევა კასელი შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

აპრილი 1, 2025
როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სასტუმროში სოლო-ტურის დროს? 6 ოქროს რჩევა

როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სასტუმროში სოლო-ტურის დროს? 6 ოქროს რჩევა

1 აპრილი 2025
სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი