“ამ ოპოზიციამ დახოცა ერთმანეთი, რა ხდება, 4-ში რევოლუციას ერთად ვაწყობთო და ახლა ერთმანეთს ლანძღავენ”

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამ ოპოზიციამ დახოცა ერთმანეთი, ტელევიზორი ჩავრთე, ეს იმას ლანძღავს, ის – იმას, იმან იმას შეაგინა. რა ხდება-მეთქი, ეგენი ერთად არ იყვნენ? რა ვიცი, 4-ში რევოლუციას ერთად ვაწყობთო და ახლა ერთმანეთს ლანძღავენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, ვინც რევოლუციის მოწყობას აპირებდნენ, ახლა ამბობენ, რომ არაფერ შუაში არიან და არაფერი იციან ამის შესახებ. ფხაკაძე ასევე მიიჩნევს, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა არის არჩევნები.

“ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რევოლუციას ვაწყობთო და ახლა ამბობენ, მე არაფერი ვიცი, მე რა შუაში ვარ, მე არ ვარ ის კაციო – კარგით, ხალხო, სირცხვილია მართლა. ამნეზია არავის გვჭირს და ყველაფერი კარგად გვახსოვს, ვინ ვინ არის, ისიც ვიცით. არჩევნებამდე ისიც გაგაფრთხილეთ და გითხარით, წადით არჩევნებზე. ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება იყოს ქვეყანაში, ეს არის არჩევნები, სხვა დემოკრატიული გზა არ არსებობს. რევოლუცია, ეს არის გილიოტინა და გილიოტინა, ეს არის თავის მოჭრა. გაიხსენეთ ფრანგული რევოლუცია, მეტი კი არაფერი არ იყო. რევოლუციების ისტორიამ გვაჩვენა რომ რევოლუციები, ზოგადად, მთავრდება ძალიან სისხლიანად. არ გვინდა ეს რევოლუციები, რაღა დროს ეგ არის – არჩევნები,” – განაცხადა ფხაკაძემ.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ამ ოპოზიციამ დახოცა ერთმანეთი, რა ხდება, 4-ში რევოლუციას ერთად ვაწყობთო და ახლა ერთმანეთს ლანძღავენ”. 14 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამ-ოპოზიციამ-დახოცა-ერთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi