შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოამ დროს აპარატი დედამიწის ზედაპირიდან 595 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა - NASA-მ...

ამ დროს აპარატი დედამიწის ზედაპირიდან 595 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა – NASA-მ დედამიწიდან 595 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე კოსმოსური კამერა შეაკეთა

NASA-მ პლანეტათაშორისი ავტომატური კოსმოსური სადგურის „ჯუნოს“ კამერა დისტანციურად შეაკეთა. ამ დროს აპარატი დედამიწის ზედაპირიდან 595 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.

ინჟინრებმა კამერის გაუმართაობა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც „ჯუნო“ იუპიტერის ირგვლივ 47-ზე წრეს ასრულებდა: ფოტოებზე გაჩნდა ხაზები და ხარვეზები. მოგვიანებით კი გამოსახულებების კითხვა საერთოდ შეუძლებელი გახდა. სხვადასხვა მეთოდის ცდის შემდეგ მეცნიერებმა კამერის გახურება გადაწყვიტეს. ამ დროს მასალა იმ დონემდე ხურდება, რომ ნივთიერების რეკრისტალიზაციისა და ჰომოგენიზაციის პროცესი იწყება. გახურებულმა კამერამ შთამბეჭდავი ფოტოები იუპიტერის ირგვლივ 66-ე წრეზე გააკეთა.

ინჟინრების თქმით, მათ თავადაც ბოლომდე არ ესმოდათ, რა იყო დაზიანებული და არ სჯეროდათ, რომ გახურება პრობლემას მოაგვარებდა. მიუხედავად ამისა, ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტექნოლოგია შესანიშნავად ათავისუფლებს სილიციუმს რადიაციული დეფექტებისგან. ახლა NASA-ში ამ გამოცდილების უფრო გამძლე კოსმოსური აპარატების შესაქმნელად გამოყენებას გეგმავენ.

  ქუთაისელი ლუკა წიქვაძე — სამბოს მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი 2025 ✨️ ქალაქის სიამაყე და ეროვნული იმედი ✨️
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი