დამანგრეველი ქარიშხალი – მაიოტის არქიპელაგზე, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დაღუპული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მაიოტის არქიპელაგზე სტიქიის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დაღუპული.

ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიას თავს ტროპიკული ქარიშხალი “შიდო” დაატყდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა დაზუსტებული რაოდენობა 14-ია, 250 პირი დაშავდა, თუმცა როგორც მედია იტყობინება, ყველა დაღუპულის შესახებ ცნობა შესაბამის უწყებამდე ვერ მიდის.

დამანგრეველმა ქარიშხალმა არქიპელაგზე თითქმის ყველა ძველი და მყიფე საცხოვრებელი სახლი განადგურდა, რომლებშიც დაახლოებით 100 000 ადამიანი ცხოვრობდა. სტიქიის ზონაში უკვე ჩააქვთ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება.

- Advertisement -
Ad imageAd image

კატასტროფის შედეგების მოსაგვარებლად საფრანგეთმა არქიპელაგზე სამხედრო და სამაშველო პერსონალი გაგზავნა.

მაიოტის არქიპელაგი დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, სახელმწიფო მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დამანგრეველი ქარიშხალი – მაიოტის არქიპელაგზე, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დაღუპული. 16 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დამანგრეველი-ქარიშხალი/

  პრემიერი: მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ეს ხარჯები კი პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi