პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიამბობენ, ბერძენი ბებოები ფეხზე წამოდგნენ და მომვლელებს ყავას უდუღებენო!.. - პეტრე...

ამბობენ, ბერძენი ბებოები ფეხზე წამოდგნენ და მომვლელებს ყავას უდუღებენო!.. – პეტრე კოლხი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.

მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

გამარჯვების წამებიდან არ წყდება გამოხმაურება სოციალურ ქსელში.

„ამბობენ, ბერძენი ბებოები ფეხზე წამოდგნენ და მომვლელებს ყავას უდუღებენო!…“-წერს პეტრე კოლხი.

  "საშინელი ამბავი მაქვს... მომეხმარეთ და დამაკრძალინეთ ეს ქალი ღირსეულად" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი