პარასკევი, ივნისი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიამას „კვებითი ხმაური“ ჰქვია

ამას „კვებითი ხმაური“ ჰქვია

გქონიათ მომენტი, როცა ახლახან ისადილეთ, დანაყრებული ხართ, მაგრამ გონება მაინც საკვებზე ფიქრს აგრძელებს?

ამ დროს ტვინი მუდმივად გიბიძგებთ მიირთვათ ტკბილეული ან წაიხემსოთ. ბევრი ამას ნებისყოფის ნაკლებობას, სიზარმაცეს ან ცუდ ჩვევას აბრალებს, თუმცა თანამედროვე მეცნიერება ასე არ ფიქრობს. ამას „კვებითი ხმაური“ ჰქვია.

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ამ პრობლემის შესახებ ვრცლად საუბრობს:

ტერმინი „კვებითი ხმაური“ (Food noise) აღწერს საჭმლის შესახებ მუდმივ და აკვიატებულ ფიქრებს, რომლებიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ორგანიზმის ფიზიკურ შიმშილთან.

მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ წარმოადგენს, თანამედროვე მეცნიერება მას კლინიკურად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კონსტრუქტად განიხილავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული დანაყრებულია, თუმცა გონება საკვებზე ობსესიურ ფიქრს მაინც აგრძელებს. ეს მუდმივი კოგნიტური ტვირთი ადამიანს ყოველდღიურობას საგრძნობლად ურთულებს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნებისყოფის არქონა ან პიროვნული სისუსტე სულაც არ არის. კვებითი ხმაურის მექანიზმი ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნეირობიოლოგიის დონეზე იქმნება. თანამედროვე კვლევების თანახმად, ეს ფენომენი არის ტვინის ჯილდოს სისტემის ჰიპერრეაქტიულობის შედეგი საკვებ სიგნალებზე.

უფრო კონკრეტულად კი, ნეირობიოლოგიურ დონეზე ირღვევა კომუნიკაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ტვინს შორის. ნორმაში, კვების შემდეგ გამოყოფილი საინფორმაციო მოლეკულები – როგორიცაა ინკრეტინი GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და მაძღრობის ჰორმონი ლეპტინი – ტვინს დანაყრების სიგნალს აწვდიან. თუმცა, ულტრა-დამუშავებული საკვების მუდმივი მოხმარებისა და ქრონიკული დისტრესის ფონზე, ორგანიზმში ყალიბდება ჰორმონალური დისრეგულაცია (მათ შორის ლეპტინორეზისტენტობა), რის გამოც ტვინი ვეღარ „ხედავს“ მაძღრობის სიგნალებს. სამაგიეროდ, ის ბრმად ეყრდნობა დოფამინურ ტალღებს, რომლებიც ზედმეტად აქტიურდება მაცდუნებელი საკვების დანახვისას, სურნელის შეგრძნებისას ან მასზე გაფიქრებისას. ტვინი მუდმივად ითხოვს ამ ჯილდოს, რაც ქმნის იმ ობსესიურ რუმინაციას, რომელსაც პაციენტები „ხმაურს“ უწოდებენ.

  ოფლიანობა სხვადასხვა ასაკში - ექსპერტთა დასკვნები და რჩევები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.