ახალი სასწავლო წელი აკადემია “UNIKO”-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია — აკადემია აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას და მოსწავლეებს კიდევ უფრო ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სწავლების მოდელს სთავაზობს.
UNIKO აკადემია 26-ე წელია, რაც საქართველოს არაფორმალური განათლების სივრცეში მოღვაწეობს და წარმატებით ავითარებს ახალგაზრდებს კონკურენტუნარიან სპეციალისტებად სხვადასხვა სფეროში. აკადემია სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული ცოდნის მიღებას ისეთ დისციპლინებში, რომელთა შესწავლაც ტრადიციულ უმაღლეს სასწავლებლებში ხშირად ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.
ამერიკული და ბრიტანული გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს.
UNIKO აკადემია საერთაშორისო მასშტაბით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. აკადემია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში, რაც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ევროპული და გლობალური ცოდნა და გამოცდილება.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა განათლების მიმართ UNIKO-ს ლიდერ ორგანიზაციად აქცევს. ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ისეთი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიღება, რომელიც მათ საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენს.
აკადემიის დამფუძნებელი, მზია მამაგულაშვილი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალი სასწავლო წელი იქნება გარდამტეხი:
„UNIKO ყოველთვის იყო სიახლეებისკენ მიმართული. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებამ უნდა მოამზადოს ახალგაზრდები რეალური სამყაროსთვის, და სწორედ ამიტომ, წელს ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს. თითოეული ნაბიჯი, რასაც გუნდი დგამს, მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას, აზროვნების განვითარებას და ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას“
ინტეგრირებული სწავლების მოდელი და ახალი კურსები
2025-2026 სასწავლო წლისთვის “UNIKO” ამოქმედებს განახლებულ სასწავლო პროგრამებს, რომელთა მთავარი მიზანია, მოსწავლეების ინტერესებისა და უნარების ინდივიდუალურად განვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ სწავლაზე, ინტერდისციპლინარულ მიდგომაზე და ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაზე.
როგორც აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი მზია მამაგულაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე – ხელოვნური ინტელექტის კურსი იქნება.
კურსი განკუთვნილია როგორც უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის, ისე დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ვინც მომავალ პროფესიას ტექნოლოგიურ სფეროს უკავშირებს.
„ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავლის თემა — ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია მოსწავლეებმა სწორედ ახლა დაიწყონ ამ უნარის განვითარება. ჩვენ ვასწავლით მათ როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობას“ — განაცხადა მზია მამაგულაშვილმა.
უნიკოს გუნდი აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის — განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ტრენინგები უტარდებათ მასწავლებლებს, და მზადდება მულტიფუნქციური საგაკვეთილო რესურსები, რათა სწავლა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ინოვაციური.
UNIKO-ს ბათუმის ფილიალის მენეჯერი და მისი წარმატების შთამაგონებელი ისტორია