პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„აი, ასე, ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის! არავის არ დაუჯერო, ვინც გეტყვის, რომ...

„აი, ასე, ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის! არავის არ დაუჯერო, ვინც გეტყვის, რომ არ გამოგივა ან უკეთესებიც არიან!” – ნუკი კოშკელიშვილი

ქართველმა ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. ამჯერად ნუკი სწორედ ამ საქმიანობაში მიღწეული წარმატების შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას აუცილებლად ყველას გაუმართლებს. უფრო კონკრეტულად, ნუკის ერთ-ერთმა პროდუქტმა საქართველოში პოპულარობა ვერ მოიპოვა და თავის მოვლის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, ის ნაკლებმა ადამიანმა შეიძინა. თავად ამ ფაქტს შეეგუა და ჩათვალა, რომ ამ კონკრეტულმა წამოწყებამ არ გაამართლა. მოგვიანებით კი სწორედ ამ პროდუქტის წარმოებისთვის უფლებების ყიდვა ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ ისურვა.

“აი, ასე, ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის! სწორ დროსა და სწორ ადგილას აუცილებლად დაგაფასებენ! არავის არ დაუჯერო, ვინც გეტყვის, რომ არ გამოგივა ან უკეთესებიც არიან!” – წერს ნუკი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nuki Cosmetics (@nukicosmetics)

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „თქვენ ხართ უპასუხისმგებლო ადამიანები..." - ვის მიმართავს რუსკა ქარქაშაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი