მეცნიერებმა ინოვაციური ვაქცინაციის მეთოდს მიაგნეს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ნათქვამია The New England Journal of Medicine-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
ვაქცინაციის ახალი მეთოდი კოღოების ნაკბენზე არის აგებული. მათში მოთავსებულია სპეციალურად მოდიფიცირებული მალარიის პარაზიტი, რომელიც იძლევა იმუნურ პასუხს, თუმცა არ იწვევს დაავადებას.
კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა 90%-ს აღწევს. აქამდე არსებული მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 75%-ს აღწევდა და განმეორებით ვაქცინაციას საჭიროებდა. ამიტომ, იმუნოლოგები აგრძელებდნენ ალტერნატიული გზების ძებნას.
ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მალარიასთან ბრძოლაში. ამჟამად, მეცნიერები აპირებენ მასშტაბური ცდების ჩატარებას, რათა ამ მეთოდის ვაქცინაცია უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული.
მალარია ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი – პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს – ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ნაკბენი ნემსის მაგივრად – მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ. 6 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნაკბენი-ნემსის-მაგივრად/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T17:21:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
