აიურვედა — ათასწლოვანი მეცნიერება სხეულის, გონებისა და ჰარმონიის შესახებ – გიორგი ფხაკაძე

{“remix_data”:[],”remix_entry_point”:”challenges”,”source_tags”:[],”origin”:”unknown”,”total_draw_time”:0,”total_draw_actions”:0,”layers_used”:0,”brushes_used”:0,”photos_added”:0,”total_editor_actions”:{},”tools_used”:{“resize”:1},”is_sticker”:false,”edited_since_last_sticker_save”:true,”containsFTESticker”:false}

აიურვედა — ათასწლოვანი მეცნიერება სხეულის, გონებისა და ჰარმონიის შესახებ

💬 პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი (PhD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG):

„აიურვედა არ არის მოდური სიტყვა ან კომერციული ბრენდი. ეს არის ადამიანის ორგანიზმის, ბუნების და ენერგიის ჰარმონიის ათასწლოვანი მეცნიერება, რომელიც გვასწავლის პრევენციას, სიჯანსაღეს და ცნობიერ ცხოვრებას. ამ მემკვიდრეობას სჭირდება პატივისცემა, არა –  დამახინჯება.“

📜 აიურვედას ისტორია — სიცოცხლის მეცნიერება

სიტყვა აიურვედა წარმოშობილია ორი სანსკრიტული სიტყვისგან:
„აიუს“ ნიშნავს სიცოცხლეს, ხოლო „ვედა“ — ცოდნას.
შესაბამისად, აიურვედა ნიშნავს „ცხოვრების ცოდნას“ — მეცნიერებას, რომელიც ასწავლის როგორ ვიცხოვროთ გონივრულად, ჯანსაღად და ბუნებასთან თანხვედრაში.

📍 აიურვედის სისტემას დაახლოებით 5000 წელზე მეტი ისტორია აქვს და იგი ჩამოყალიბდა ძველი ინდოეთის სამედიცინო სკოლებში, სადაც სწავლება მიმდინარეობდა წმინდა ტექსტების — ჩარაკა-სამჰიტა, სუშრუტა-სამჰიტა და აშტანგა-ჰრიდაია-ს — მიხედვით.

ეს ნაშრომები მოიცავდა ანატომიას, დიეტოლოგიას, ფსიქოლოგიას, ქირურგიას, ფარმაკოლოგიასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს. განაგრძეთ კითხვა