შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო - რა...

ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო – რა უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა პაატა გულიაშვილს?

პაატა გულიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჰყვება, რის გამოც ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა.

ინტერვიუ 2024 წელს არის ჩაწერილი.

„აღმომაჩნდა შაქარი და კიდევ უფრო სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერტიკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს.

თუ გინდა, რომ იყო კარგად, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ. ალბათ, ამიტომაც გავხდი სევდიანი. ხანდახან რომ ვფიქრობ, ის ჩემი ბოჰემური ცხოვრება გარკვეულწილად ნიღაბი იყო

ყოველდღე ქეიფსა და დროსტარებაში არ ვყოფილვარ. ისეთი ტკივილები გამოვიარე, მართლაც შეიძლება ითქვას, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავმორჩილებოდი ექიმებს.

როგორც კი მივხვდი, სწორი კვებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ბუნებრივია, გავყევი ამ ყველაფერს. სრულიად უარი ვთქვი ღორის ხორცზე. ვგიჟდები, ისე მენატრება მწვადი, მაგრამ კატეგორიულად ამოვიღე, ასევე ყველანაირი გაზიანი სასმელი, მათ შორის მინერალურიც, ცხარე, მჟავე… ძალიან შემიყვარდა წყალი და დღეს უკვე ორ ლიტრს ვსვამ დღეში…“- აცხადებს ის.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  "ნარკოტიკებთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ!"- ირაკლი კობახიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი