პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაავტობანზე, სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავტობანზე, სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავარია ავტობანზე – სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.

დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

  „ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა - ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება“-კალაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი