ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიავოკადოს სალათი – მოუწყვეთ ორგანიზმს განტვირთვა

ავოკადოს სალათი – მოუწყვეთ ორგანიზმს განტვირთვა

მოამზადეთ ჯანსაღი და მარტივი ავოკადოს სალათი

ავოკადოს სალათი  – სასარგებლო ნივთიერებებით დაგტვირთავთ და მავნე ტოქსინებისგან გაგათავისუფლებთ. – ბუნებრივი, მარტივად მოსამზადებელი და არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა.

რატომ ავოკადო?

ავოკადო მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ფოლიუმის მჟავით, კალიუმითა და ბოჭკოებით. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას. გარდა ამისა, ავოკადოში შემავალი ანტიოქსიდანტები წმენდენ ორგანიზმს და უწყობენ ხელს კანის სიჯანსაღეს.

ავოკადოს სალათი

განმტვირთავი ავოკადოს სალათის რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ავოკადო, 1 კიტრი, ნახევარი ლიმონი, 1 საშუალო პომიდორი, რამდენიმე ფოთოლი ისპანახი ან რუკოლა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, მწიკვი ზღვის მარილი. სურვილისამებრ: ჩიას თესლი ან სუნელები (დაჟინჯღილი, პილპილი)

მომზადების წესი:

1. ავოკადო დაჭერით კუბებად და მოასხით ლიმონის წვენი, რომ არ შეეჭმუხნოს.

2. კიტრი და პომიდორი დაჭერით წვრილად.

3. დაამატეთ მწვანილი და აურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და სურვილისამებრ – ჩია ან სუნელები.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის

დეტოქს ეფექტი: ავოკადო და ლიმონი ასუფთავებს ღვიძლს და საჭმლის მომნელებელ სისტემას.

შაკრების დაბალანსება: ბოჭკოვანი სტრუქტურა ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.

საღი კანი და თმა: ანტიოქსიდანტები აღადგენს კანის ბზინვარებას და ანელებს დაბერების პროცესს.

წონის კონტროლი: სარგებელი კალორიული ბალანსის შენარჩუნებაში.

როდის მივირთვათ?

გამტვირთავი ეფექტისთვის სალათი იდეალურია:

დილას საუზმეზე ან საუზმის ნაცვლად

მსუბუქ სადილად

ავოკადოს სალათი

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად.

ავოკადოს სალათი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ფუნქციური საკვებია. რეგულარულად მის მიღებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა. გაწმინდეთ ორგანიზმი გემრიელად – მოუწყეთ საკუთარ თავს გამტვირთავი დღე ავოკადოს სალათით!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

author avatar
Tamar Pitskhelauri
  რატომ გვავიწყდება ყველაფერი? – ციფრული ამნეზიის მიზეზები და აღმოფხვრის გზები ახალგაზრდებისთვის
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი