პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოავიაკატასტროფის შედეგად ორეგონში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა

ავიაკატასტროფის შედეგად ორეგონში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა

ორეგონის შტატში, ფერვიუში, საშუალო ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

ორადგილიანი თვითმფრინავი Cessna 421C ტრაუტდეილის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

თვითმხილველის თქმით, თვითმფრინავი ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლებს.

ავიაკატასტროფის შემდეგ, საჭირო გახდა რაიონის ევაკუირება. ადგილობრივებს სთხოვეს დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარი 4 სახლზე გავრცელდა. მისივე თქმით, თვითმფრინავში მყოფი დაშავებულები ან გარდაცვლილები, ჯერ ვერ იპოვეს. ადგილზე მყოფ ადამიანებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად Portland General Electric-ის 9 000 მომხმარებელი დაზარალდა.

“კომპანიის ბრიგადები ზარალს ითვლიან, რომელიც ჩვენს ხაზებს მიადგა. კლიენტებს შევატყობინებთ, როდესაც დავადგენთ აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობას,“ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ადგილობრივი პოლიციის შერიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილას თვითმფრინავის ნაწილებს ეძებენ, რათა მოკვლევა განაგრძონ. რამდენი პირი იმყოფებოდა თვითმფრინავში, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: NBC News

  აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი