„ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა და ჩათვალა ფრენა შეუძლია, ასე აღარ იქნება“ – რამდენ პარაპლანისტს მიენიჭა ფრენის უფლება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოში პარაპლანით ფრენებისთვის ნებართვა 90-მდე პილოტს მიეცა – ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კაპანაძე განმარტავს, კომერციული ფრენებისთვის გამოიყო სამი სივრცე ბაკურიანში, ანანურსა და გუდაურში.

„ჩვენ გვყავს ახლა დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა საქმიანობა არის კომერციული ფრენები. ამის გარდა არის დაახლოებით 15 უცხოელი პილოტი, მათი ძირითადი საქმიანობის სფეროც კომერციული ფრენებია და კიდევ 15 ადამიანი ისეთი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს.

პარაპლანისტებს საკუთარი თავის ფრენებისთვის გამოყოფილი ექნება G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს, ეს შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა – ამის თავზე ფრენა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის სამი/მეოთხედი G კლასია“, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

გარდა ამისა, კაპანაძემ განმარტა რით იყო გამოწვეული პარაპლანით ფრენისას უბედური შემთხვევები. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პარაპლანისტებისა და საფრენი აპარატების რაოდენობა უკონტროლოდ იყო გაზრდილი.

„როცა 5 თუ 6 პარაპლანი დაფრინავს, ალბათობა იმისა, რომ უბედური შემთხვევები მოხდება, გაცილებით დაბალია, ვიდრე როდესაც 100 პარაპლანი დაფრინავს. ჩვენ სწორედ ამ მოცემულობამდე მივედით – საფრენი აპარატების და მფრინავებს რაოდენობა უკონტროლოდ გაიზარდა, ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა, ჩათვალა რომ ფრენა შეუძლია – ეს ასე აღარ იქნება. ახლა ადგილზე უზრუნველვყოფთ ფრენების რიგითობას და სიხშირეს“, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა და ჩათვალა ფრენა შეუძლია, ასე აღარ იქნება“ – რამდენ პარაპლანისტს მიენიჭა ფრენის უფლება. 15 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ადამიანმა-3-თვე-რომ-ივარჯ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi