2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
„პრაიმტაიმმა“ წიგნად შემოუნახა მომავალ თაობას თითოეული გმირის ამბავი …
გთავაზობთ უკანასკნელ ინტერვიუს აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედასთან, რომელიც „რუსთავი2“-მა ქალბატონ მარინასთან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა – ქალბატონი მარინა 2 აგვისტოს, გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა…
„ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა. 3,4,5 ადგილას ვმუშაობდი იმისთვის, რომ ჩემი ობლები გამეზარდა და აღმეზარდა, წიგნები მეყიდა პირველ რიგში, რომ მიზეზი არ ჰქონოდათ სკოლაში წიგნი არ მაქვს და გაკვეთილი ვერ ვისწავლეო და ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი, რომ მეყიდა. საბანკეტოდ თანხა გადმოვუგზავნე, რომ პიჯაკი და შარვალი იყიდე-მეთქი და ისიც კი არ უყიდია. მამამისის ნაქონი პერანგი აცვია და ის თანხა თავის დისთვის და დისშვილებისთვის დაუხარჯავს.
დადგა ერთი დღე და ვახოს ტელეფონი მირეკავს. დედა, ერთი რაღაც უნდა გითხრა და ნუ შეშინდებიო რა. მომილოცეო ჯარისკაცი გყევარო – ტელეფონი ხელიდან გამივარდა, დავლოცე, რა უნდა მექნა, აბა შენ იცი შვილო-მეთქი, როგორ ასახელებ შენი მამის სახელს როგორ მასახელებ მე მე-მეთქი და როგორ ასახელებს შენს სამშობლოს- მეთქი. ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები